Ubuntu-ში სხვა დისტრიბუტივებისგან განსხვავებით რომლებშიც Ubuntus მსგავსად სტანდარტული ბრაუზერი არის Firefox გამოიყენება Mozilla-ს პაკეტში შემავალი საფოსტო პროგრამა Thunderbird.
Thunderbird არის Mozilla-ს მიერ შექმნილი პროდუქტი, რომელიც Firefox-თან ერთად ვითარდება და კორპორაციის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. Thunderbird ისევე, როგორც Firefox მრავალ პლატფორმაზე გამოდის და Linux-ის გარდა ხელმისაწვდომია Windows და Mac OS პლატფორმებზეც.
ის ძალიან მარტივი მოსახმარია და მასში ნებისმიერი გავრცელებული პროტოკოლის საფოსტო სერვისის კონფიგურაცია არის შესაძლებელი.
პროგრამა გაშვებისთანავე გვთავაზობს ახალი საფოსტო ყუთის რეგისტრაციას ან არსებული ელ-ფოსტის პარამეტრების შეყვანას
პირველ რიგში უნდა მიუთითოთ თქვენი სახელი, ელ ფოსტის მისამართი და პაროლი, რის შემდეგაც Thunderbird ავტომატურად შეეცდება სერვერების კონფიგურაციის გარკვევას და შემდგომ მოწყობას.
რადგანაც ილიაუნი იყენებს Google-ის Gmail სერვისს, Thunderbird-მა ავტომატურად გაარკვია Google-ის საფოსტო სერვისების მისამართები და პარამეტრები რაც ქვემოთ სურათზეა გამოსახული
Thunderbird-ის მთავარი ფანჯარა ძალიან ინტუიტიურად არის მოწყობილი და მის მარცხენა პანელში მოთავსებულია ელ-ფოსტის სერვისის შესაბამისი ფოლდერები როგორიცაა Inbox და თვითონ სერვისის (Gmail) მიერ მოწოდებული ფოლდერების სია
ასევე არის ლოკალური ფოლდერებიც, რომლებშიც ინახება ნაგავი და პროგრამიდან გაგზავნილი ელ-ფოსტის ასლები.
პროგრამის მთავარი პანელი ორ ნაწილად იყოფა. ზევით მოთავსებულია პანელიდან მონიშნული ფოლდერის შესაბამისი შიგთავსი მიღებული, გაგზავნილი ან წაშლილი წერილებით.
მას შემდეგ რაც მოვნიშნავთ კონკრეტულ წერილს ქვევით გამოჩნდება უკვე მონიშნული წერილის შიგთავსი შესაბამისი ღილაკებით რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია ვუპასუხოთ გამომგზავნს, გადავაგზავნოთ სხვა მისამართზე, დავაარქივოთ, მოვნიშნოთ როგორც სპამი ან წავშალოთ კორეპოდენცია.
ზედა პანელში არის სტანდარტული მოქმედებების შესასრულებელი ღილაკები
Get Messages - ახალი წერილების ჩამოტვირთვა, Write - ახალი წერილის შექმნა, Chat - საუბრის რეჟიმში გადასვლა სხვა და სხვა პროტოკოლების გამოყენებით. Address Book - სადაც კონტაქტები ინახება და ასევე Tag - რომელიც წერილების სხვა და სხვა სახელებით მონიშვნის საშუალებას იძლევა. Quick Filter-ის საშუალებით შეიძლება წერილების სხვა და სხვა კრიტერიუმებით გაფილტვრა.
პროგრამას არ გააჩნია სხვა პროგრამებისგან ძირეულად განსხვავებული პარამეტრები, ამიტომაც მისი განხილვისგან თავს შევიკავებ.
My Paint
სახატავი პროგრამა
Ubuntu-ში გრაფიკული ფაილების რედაქტირებისთვის ძალინა მარტივი პროგრამა არის ჩაშენებული სტანდარტულად და მისი საშუალებით შეიძლება უკვე არსებული ფაილების გახსნა და რედაქტირება ასაევე ახალი ფაილის შექმნაც
როგორც ზემოთ განხილული პროგრამები, My Paint-ის გრაფიკული ინტერფეისიც ძალიან მარტივია და მას აქვს საკმაოდ მძლავრი და მოქნილი სახატავი ინსტრუმენტები.
რაც მთავარია პროგრამას შეუძლია ფენებთან (Layers) მუშაობა რაც უმრავლესობა მარტივ რედაქტორებში არ გვხვდება როგორც წესი.
ასევე არის ფუნჯების დიდი არჩევანი, ფერთა პალიტრა სხვ და სხვა პარამეტრული მახასიათებლებით და ფერების შერევის პანელი რაც მხატვრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
პროგრამას შეუძლია Open Raster (.or) PNG (.png) და Jpeg (.jpg) ფორმატის ფაილებთან მუშაობა
მიუხედავად იმისა, რომ Linux დღითიდღე ხდება პოპულარული მომხმარებლებს შორის Adobe-სა და Corel ჯერ ჯერობით არ აპირებენ თავიანთი გრაფიკული და მულტიმედიური პროდუქტების გამოშვებას ამ პლატფორმისთვის.
აღსანიშნავია Ubuntu-ში შემავალი კიდევ რამდენიმე პროგრამა გრაფიკასთან სამუშაოდ
წერტილოვან გრაფიკასთან სამუშაოდ ფართოდ გამოიყენება ძალიან მძლავრი პაკეტი Gimp (GNU Image Manipulation Program) რომელიც ფუნქციონალით თამამად შეიძლება Adobe Photoshop-ს შევადაროთ.
ვექტორული გრაფიკისთვის კი არის Inkscape - რომელიც ფუნქციონალით არ ჩამოუვარდება Adobe Illustrator-სა და Corel Draw-ს.