русс | укр

Языки программирования

ПаскальСиАссемблерJavaMatlabPhpHtmlJavaScriptCSSC#DelphiТурбо Пролог

Компьютерные сетиСистемное программное обеспечениеИнформационные технологииПрограммирование

Все о программировании


Linux Unix Алгоритмические языки Аналоговые и гибридные вычислительные устройства Архитектура микроконтроллеров Введение в разработку распределенных информационных систем Введение в численные методы Дискретная математика Информационное обслуживание пользователей Информация и моделирование в управлении производством Компьютерная графика Математическое и компьютерное моделирование Моделирование Нейрокомпьютеры Проектирование программ диагностики компьютерных систем и сетей Проектирование системных программ Системы счисления Теория статистики Теория оптимизации Уроки AutoCAD 3D Уроки базы данных Access Уроки Orcad Цифровые автоматы Шпаргалки по компьютеру Шпаргалки по программированию Экспертные системы Элементы теории информации

Libre Office


Дата добавления: 2015-07-09; просмотров: 1021; Нарушение авторских прав


Files

 

Ubuntu-ში ფაილებთან სამუშაოდ ძალიან კომფორტული ინსტრუმენტებია ჩაშენებული და ამის განსახორციელებლად გვერდითა პანელიდან საკმარისია გავუშვათ Files აპლიკაცია

 

 

 

აპლიკაცია ძალიან მარტივია და ორი პანელისგან შედგება, მარცხნივ არის ადგილები, მოწყობილობები და ქსელი, მარჯვნივ კი შერჩეული პუნქტის შესაბამისი შიგთავსი.



 

Places - არის კონკრეტული ადგილები სადაც მომხმარებელი ჩვეულებრივ ინახავს დოკუმენტებს, სურათებს, მუსიკას, ვიდეოებს და ჩამოტვირთულ ფაილებს, ასევე არის Recent, რომელიც ბოლოს გახსნილი ფაილების სიას შეიცავს, არის Home - მომხმარებლის ძირეული ფოლდერი, Desktop - სამუშაო მაგიდა და Trash - სანაგვე ვედრო.

 

Devices-ში მოთავსებულია Ubuntu-თვის ხელმისაწვდომი ფაილების შესანახი მოწყობილობების სია, მათ შორის მყარი დისკები, USB ფლეშ დრაივები, CD/DVD მოწყობილობები და სხვა ფაილური რესურსებია წარმოდგენილი.

 

ფანჯრის მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებულია ძიების ღილაკი რომელზე დაჭერითაც იხსენბა ძიების ზოლი სადაც შეგიძლიათ შეიყვანოთ საძიებო სიტყვა, ასევე არის ორი ღილაკი, რომლებიც შესაბამისად გადართავს ფაილების სიასა და ხატულების რეჟიმებს შორის.

 

 

როგორც ნებისმიერ პროგრამას File-ს აქვს პარამეტრების სექცია, სადაც აპლიკაციის დეტალური მორგება არის შესაძლებელი ჩვენი მოთხოვნილებების მიხედვით.

 

პარამეტრების გასახსნელად მთავარი მენიუდან აირჩიეთ
Edit > Preferences

 

 

პირველი ჩანართი Views განკუთვნილია პალიკაციის ვიზუალური მხარის მორგებისათვის

 

Default View-ში შეგიძლიათ აირჩიოთ სიის სახით ან ხატულების სახით ჩვენება და ფაილების სორტირების პარამეტრები მათი სახელის, შექმნის თარიღის ან სხვა კრიტერიუმების მიხედვით.

 

ასევე შეგიძლიათ აჩვენოთ ჯერ ფოლდერები და მერე ფაილები ასევე გამოაჩინოთ ან დამაოლოთ სისტემური და ბექაფ ფაილები.

 

Icon View Defaults ში შეგიძლიათ ხატულების ზომის მითითება ხოლო List View Defaults-ში გამოტანილი სიის ზომის შეცვლა.

 

 

Behaviour - ჩანართში შეიძლება გადავრთით ხატულებზე ერთხელ დაჭერის და ორმაგი დაჭერის რეჟიმი

 

Exacutable Text Files - ის პარამეტრებში შეგვიძლიათ მივუთითოთ ამ ფაილების პირდაპირ გაშვება, ტექსტურ რედაქტორში ჩვენება ან შეკითხვა ყოველ ჯერზე

 

Trash - სანაგვე ვედროს პარამეტრები განისაზღვრება მათში ფაილების გადატანისას შეკითხვა და მათ შორის ფაილების სამუდამოდ წაშლის ვარიანტით.

 

 

Display ჩანართში შეგიძლიათ ხატულების ქვეშ გამოსახული ინფორმაციის მითითება მათ შორის ზომა, შეცვლის თარიღი და სხვა პარამეტრებიც შედის

 

List View - ში შეგიძლიათ ფოლდერების ნავიგაციის ხისებრი სტრუქტურის რეჟიმში გადართვა

 

 

List Columns ჩანართში ნაჩვენებია სიის რეჟიმში გამოსატანი კოლონების ისა, რომელთა შორის შეგიძლიათ აირჩიოთ სახელი, ზომა, ტიპი, ცვლილების დრო, მიმართვის დრო, მფლობელი, ჯგუფი, უფლებები, MIME ტიპი, მდებარეობა.

 

 

Preview ჩანართში შეგიძლიათ მიუთითოთ ფაილების წინასწარი დათვალიერების პარამეტრები.

 

Files - ფაილებისთვის შეგიძლიათ მიუთითოთ თუ რომელი ლოკაციებიდან მოხდეს ნახატების გენერაცია და ასევე ფაილის მაქსიმალური ზომა რომლებისთვისაც მოხდება ამ ოპერაციის შესრულება

 

Folders - ფოლდერების შიგთავსის შესწავლის პარამეტრებში შეგიძლიათ მიუთითოთ თუ რომელი ლოკაციისვის მოხდეს ამ პარამეტრების გამოთვლა.

 

 


 

 

ტექსტური რედაქტორი Gedit

 

Ubuntu-ში ისევე, როგორც სხვა მრავალ დისტრიბუტივში ტექსტთან სამუშაოდ გრაფიკულ გარემოში გამოიყენება Gnome-ის პაკეტში შემავალი ტექსტური რედაქტორი Gedit.

 

Gedit არის მოქნილი უტილიტა იმისთვის, რომ შევქმნათ და შევცვალოთ მარტივი ტექსტები, ასევე ვიმუშაოტ სისტემურ ფაილებთან მათი კოფიგურაციის მიზნით და რაც მთავარია ამ რეაქტორში გათვალისწინებულია პროგრამირების და სკრიპტების ენების მხარდაჭერაც რაც მასში შესაბამისი ფაილების გახსნისას სინტქსის სხვა და სხვა ფერებში გამოტანით გამოიხატება, რითაც უამრავი ტიპის ფაილების რედაქტირება ძალიან მოხერხებული და კომფორტული ხდება.

 

პროგრამის ინტერფეისი ძალიან მარტივია და მის მთავარ მენიუში უმთავრესი ფუნქციებამდე წვდომის ღილაკებია მოთავსებული

 

 

ახალი ფაილის შექმნა, არსებული გახსნა, შენახვა, ბეჭდვა, ოპერაციების უკან და წინ დაბრუნება, ამოჭრა, კოპირება, ჩასმა, ძიება და ჩანაცვლება.


 

 

Gedit-ის პარამეტრებში შესვლა Files-ის მსგავსად ხდება Edit>Preference-ის საშუალებით მთავარი მენიუდან

 

 

View ჩანართში შეიძლება სტანდარტული ფანჯრის და ტექსტის გამოჩენის პარამეტრების შეცვლა.

 

Display Line Numbers - პარამეტრი ყოველი სტრიქონის წინ ამ სტრიქონის ნომერს გამოაჩენს, რაც ხშირად პროგრამისტებს და სისტემურ ადმინისტრატორებს უადვილებთ საჭირო ფრაგმენტის მოძიებას

 

Display Right Margin - პარამეტრი განსაზღვრავს ტექსტის მარჯვენა საზღვარს, რაც ხშირად 80 სიმბოლოთი (სვეტით) განისაზღვრება.

 

Text Wrapping - ფუნქციონალი განსაზღვრავს უწყვეტი სტრიქონის შემდეგ სტრიქონზე ავტომატურად გადატანის შესაძლებლობებს.

 

Highligting - შესაძლებლობას იძლევა მოინიშნოს მიმდინარე სტრიქონი ან ფრჩხილებს შორის მოთავსებული ტექსტი.

 

 

Editor

 

Tab Stops - პარამეტრით შეიძლება ტაბულაციისას გამოტოვებული სიმბოლოების რაოდენობის მითითება, ასევე ტაბულაციის ნაცვლად ცარილეი სიმბოლოების ჩასმა და ავტომატური ინდიკაციის გააქტიურება.

 

File Saving - შესაძლებელს ხდის შეიქმნას ფაილის ბექაფი შენახვამდე და ფაილის ვერსიების ავტომატურ შენახვას დროის მითითებულ ინტერვალში.

 

 

Fonts & Colors

 

Font

 

შეგიძიათ აარჩიოთ სისტემური ფონტი ფიქსირებული ზომით (Ubuntu Mono 13) ან მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ფონტი.

 

Color Scheme - საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ თქვენთვის კომფორტული და მისაღები ფერთა პალიტრა.

 

 

Plugins - ჩანართში შეგიძლიათ ჩართოთ პროგრამის ფუნქციონალის გაფართოების მიზნით ჩაშენებული დამატებები, რომლებიც სხვა და სხვა დანიშნულებით გამოიყენება.

 

Document Statistics - აჩვენებს სიტყვების, სტრიქონების და სიმბოლოების რაოდენობას ფაილში, File Browser Panel - გვიადვილებს ფაილებთან წვდომას, Insert Date/Time საშუალებას იძლევა ტექსტში ჩავსვათ თარიღი და დრო და ა. შ.


 

 

Libre Office

 

 

 

Linux დისტრიბუტივების უმრავლესობაში საოფისე პაკეტი აუცილებელი და სტანდარტული კომპონენტია. ისტორიულად Libre Office-ის შექმნამდე გამოიყენებოდა OpenOffice, რომელიც არის LibreOffice-ის წინაპარი და ლიცენზიური შეთანხმების პირობების ცვლილების გამო პროგრამისტების ჯგუფმა გადაწყვიტა OpenOffice-ის ნაცვლად მისი განვითარება ახალი პროექტის Libre Office-ის სახით გაეგრძელებინა.

 

Libre Office ახლა უკვე არის Document Foundation-ის პროექტი, რომელიც ღია წყაროთი და Mozilla Public ლიცენზიით ვრცელდება.

 

Libre Office-ის უმთავრესი შემადგენელი აპლიკაციებია:

 

Writer - ტექტური რედაქტორი

Calc - ელექტრონული ცხრილების რედაქტორი

Impress - პრეზენტაციების რედაქტორი

Draw - ვექტორული გრაფიკის რედაქტორი

Base - მონაცემთა ბაზების რედაქტორი

Math - მათემატიკური გამოთვლების და ფორმულების რედაქტორი

 

სხვა პროპრიეტარული პროდუქტებისგან განსხვავებით, როგორიცაა Microsoft Office, Libre Office გამოირჩევა თავის მარტივი და ინტუიტიური ინტერფეისით. მას აქვს სტანდარტულად ღია და პროპრიეტარული ფორმატების მხარდაჭერაც, რაც უზრუნვეყოფს თავსებადობას Microsoft Office-თან.

 

უმთავრესი ფორმატი რითაც Libre Office სარგებლობს ეს არის Open Document Format (ODF) , რაც საერთაშორისო სტანდარტია და უზრუნვეყოფს თავსებადობას Google Docs/Drive სერვისთანაც. ODF არის XML სტრუქტურის მქონე ფორმატი, რომელიც გამოიყენება საოფისე აპლიკაცეიბისთვის და აადვილებს თავსებადობას სხვა და სხვა აპლიკაცეიბის პაკეტებს შორის.


 

 



<== предыдущая лекция | следующая лекция ==>
 | Thunderbird


Карта сайта Карта сайта укр


Уроки php mysql Программирование

Онлайн система счисления Калькулятор онлайн обычный Инженерный калькулятор онлайн Замена русских букв на английские для вебмастеров Замена русских букв на английские

Аппаратное и программное обеспечение Графика и компьютерная сфера Интегрированная геоинформационная система Интернет Компьютер Комплектующие компьютера Лекции Методы и средства измерений неэлектрических величин Обслуживание компьютерных и периферийных устройств Операционные системы Параллельное программирование Проектирование электронных средств Периферийные устройства Полезные ресурсы для программистов Программы для программистов Статьи для программистов Cтруктура и организация данных


 


Не нашли то, что искали? Google вам в помощь!

 
 

© life-prog.ru При использовании материалов прямая ссылка на сайт обязательна.

Генерация страницы за: 0.913 сек.